ვეგეტარიანელობა

Cornocopia.gif

კითხვა: თქვენ ვეგეტარიანელი ხართ?
შრი ჩინმოი: 50 წელზე მეტია, მე მკაცრი ვეგეტარიანელი ვარ. დედამიწა ჩვენს მიმართ ძალიან კეთილი და შემბრალებელია, მას უსასრულო ძალა გააჩნია. მაშასადამე ჩვენ ვჭამთ ბოსტნეულს, ხილს და ასე შემდეგ. მე ვთვლი, თუ ჩვენ ვჭამთ ხორცს და თევზს, ჩვენში შემოვა აგრესიული ცნობიერება. ცხოველები ძალიან-ძალიან მოუსვენრები არიან. ამ მოუსვენრობას შეუძლია ძალიან დაგვასუსტოს. ჩემი მიმდევრები დედამიწის ირგვლივ არ ჭამენ ხორცს და თევზს. ჩვენ ვცდილობთ თავი დავაღწიოთ იმ მოუსვენრობას, რომელსაც ვპოულობთ ცხოველთა სამყაროში.

კითხვა: თქვენ ვეგეტარიანელობას უწევთ რეკომენდაციას?
შრი ჩინმოი: თუ თქვენ გინდათ მიჰყვეთ უკეთეს ცხოვრებას, დისციპლინირებულ ცხოვრებას, სუფთა ცხოვრებას, მე ვგრძნობ, რომ ვეგეტარიანული დიეტა აუცილებელია. ისინი, ვინც ჭამეს ხორცს ითვისებენ ცხოველის ცნობიერებას. ცხოველებს, ავი და სხვა არაღვთიური თვისებების გარდა, აქვთ უზარმაზარი მოუსვენრობა. როდესაც ჩვენ ვიკვებებით მშვიდი საკვებით, თვენი ცნიბიერება ავტომატურად ხდება მშვიდი, რბილი და ნატიფი. და როდესაც ჩვენ ვჭამთ ხორცს, ჩვენ ვიღებთ ჩვენში მოუსვენარ, დამანგრეველ ცხოველთა ცნობიერებას.

კითხვა: როგორ გახდე ვეგეტარიანელი ყველაზე იოლად, თუ ადამიანი მიჩვეულია ხორცის და თევზის ჭამას?
შრი ჩინმოი: ყველაზე უსაფრთხო და საიმედო გზა - ეს თანდათანობით დაწყებაა./.../ სერიოზული რამ თანდათან უნდა ვაკეთოთ. თუ ერთბაშად ყველაფერს დავანებებთ თავს, შეიძლება რამე სერიოზულით დავავადდეთ. თუ სხეული ძლიერი არ არის, ნებისმიერი მოულოდნელი ჩვევის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დარტყმა ადამიანის ჯანმრთელობაზე.