ჩვენი ცენტრი

თბილისი, ძველი თბილისი, აბანოთ უბანი, ყვავილებიშრი ჩინმოის შემოქმედება და ცხოვრების წესი არის შთაგონების წყარო მთელი მსოფლიოს ხალხისთვის. ამჟამად საზოგადოებრივი ორგანიზაცია "შრი ჩინმოის ცენტრის" განყოფილებები მსოფლიოს 60 ქვეყანაში არსებობენ.

თბილისში "შრი ჩინმოის ცენტრი" არსებობს 2003 წლიდან.

 საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში "შრი ჩინმოის ცენტრი" სხვადასხვა ეროვნების, კულტურის და მსოფლმხედველობის ადამიანები არიან გაწევრიანებულები, რომლებიც შინაგანი პოტენციალის გახსნისა და საზოგადოებაში უფრო ჰარმონიული თანაარსებობისკენ მიისწრაფვიან.

 გოგო, გოგონები, სარიშრი ჩინმოის ცენტრი - ეს არის თვითდახელოვნების და საკუთარი ნიჭის გახსნის ერთ-ერთი წამყვანი შემსწავლელი ცენტრი.
 
 შინაგანი და გარეგანი პროგრესი მხოლოდ გამოჩენილი ადამიანების ხვედრი არ არის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი შემოქმედებითი ნიჭი და უსაზღვრო შესაძლებლობები განავითაროს მუსიკაში, მხატვრობაში, პოეზიასა თუ სპორტში.

ფართო საზოგადოებისთვის ცენტრი აწყობს კონცერტებს, ლექციებს, სემინარებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს და სპორტულ ღონისძიებებს.

შრი ჩინმოის თხოვნით ცენტრის მიერ მოწყობილი ყველა ღონისძიება უფასოა, რადგან თვითდახელოვნება და შემოქმედებითი თვითგახსნა ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, რომელიც შეუფასებელია.
 
ასევე ცენტრის მხარდაჭერით არსებობს " შრი ჩინმოის მარათონული გუნდი" და ტარდება "მსოფლიო ჰარმონიის გარბენი", რომლის ინიციატორია შრი ჩინმოი.

st.george.jpgთუ თქვენ გაგიჩნდათ სურვილი დაესწროთ კონცერტებს,ლექციებს, სემინარებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს ან სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება შრი ჩინმოის ცენტრის მიერ, მიმართეთ უახლოეს ცენტრს ან შეავსეთ საკონტაქტო ფორმა დაათვალერერეთ ჩვენი ცენტრის ფოტოგალერეა