სპორტი

S-T-race.jpg

სპორტი ნიშნავს სიხარულს.
სპორტი ნიშნავს აღტაცებას, შინაგან აღტაცებას.

- შრი ჩინმოი

კარგი ფიზიკური ფორმა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაქვს სხეული, და ჩვენ გვაქვს სული. სულიერი ადამიანი ერთნაირ ყურადღებას უნდა ანიჭებდეს როგორც სულს, ასევე სხეულს. თუ ის მთელ ყურადღებას სხეულს დაუთმობს, თუ ის ფიზიურად ძლიერი გახდება, მაგრამ სულიერად სუსტი დარჩება, მაშინ ის ვერ მოიპოვებს ვერც გონების სიმშვიდეს და ვერც შინაგან ბედნიერებას. მეორეს მხრივ, თუ ის მთელ ყურადებას დაუთმობს ლოცვას და მედიტაციას, და არად ჩააგდებს სხეულს, მაშინ მისი სხეული ვერ იქნება ღვთის გახსნის და გამოვლენის კარგი ინსტრუმენტი. დილით ის ლოცვას შეეცდება, მაგრამ გაჩერება მოუწევს, რადგანაც თავი ატკივდება, მოეშლება კუჭი და ასე შემდეგ.

თუ ადამიანი საერთოდ არ ივარჯიშებს, მაშინ ფიზიკური დარჩება ბნელი, დამჭკნარი და ხელის შემშლელი მისწრაფებულისათვის. თუ ფიზუკურ ცნობიერებაში არ იქნება მისწრაფება, ის სულისაგან განცალკევებულად იარსებებს. მაშინ დარწმუნებული იყავით - თქვენ ვერასდროს მიაღწევთ სრულყოფილებას. სხეულიც უნდა მიისწრაფვოდეს, რომ გააძლიეროს სინათლის შენარჩუნების უნარი. მაშინ ფიზიკური დაეხმარება სულიერს...

- შრი ჩინმოი