შრი ჩინმოი

შრი ჩინმოიშრი ჩინმოი გამოჩენილი ჰუმანისტი, ფილოსოფოსი, მწერალი და პოეტი, კომპოზიტორი და მხატვარია. ის თავისი შემოქმედებით უზიარებდა სამყაროს თავის მისწრაფებას უნივერსალური ჰარმონიისა და ერთობისკენ. თვითდახელოვნება –  მთავარი თემაა მთელს მის შემოქმედებაში.  შრი ჩინმოი ხშირად აცხადებდა:

 "სცადე სამყაროს გაუმჯობესება. როგორ?
უპირველეს ყოვლისა, შენი თავის გაუმჯობესებით."

 შრი ჩინმოი


შრი ჩინმოის ფილოსოფია და ცხოვრების წესი ჰარმონიულად ითავსებს ძველ აღმოსავლურ სიბრძნეს და დასავლეთის დინამიზს.

შრი ჩინმოი კუმარ გჰოში აღმოსავლეთ ბენგალიაში (ამჟამად ბანგლადეში) 27 აგვისტოს 1931 წელს დაიბადა, განათლება შრი აურობინდოს აშრამში მიიღო.

1964 წელს შრი ჩინმოი ჩადის ნიუ-იორკში, სადაც სწრაფად ხდება ცნობილი თავისი მრავალმხრივი შემოქმედებით – მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის და ლიტერატურის სფეროში.

იმისთვის რომ ადამიანებმა შეიცნონ თავისი ფარული უმაღლესი რეალობა, შრი ჩინმოი თავისი წიგნებით, სიმღერებით, ნახატებით, შემოქმედებით, ცხოვრების წესით და თავისი ამოუწურავი ენერგიით შთააგონებდა და მოსიყვარულე ზრუნთელობას ავლენდა მათ მიმართ.

შრი ჩინმოის ცხოვრება - უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალის გამოხატულებაა.

შრი ჩინმოის წაკითხული აქვს 200–ზე მეტი ლექცია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის: ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდის, იელის, სორბონის და მოსკოვის უნივერსიტეტებში. 

როგორც მუსიკოსს შრი ჩინმოის ჩატარებული აქვს 777 კონცერტი დედამიწის ირგვლივ ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: Lincoln Centre და Carnegee Music Hall (ნიუ–იორკი), Royal Albert Hall (ლონდონი), Nippon Budokan Hall (ტოკიო), Sidney Opera Theatre (სიდნეი) და სხვა. მას დაწერილი აქვს 16 000-ზე მეტი სიმღერა ინგლისურ, ბენგალიურ და სანსკრიტულ ენებზე.

შრი ჩინმოის შექმნილი აქვს 140 ათასზე მეტი ფერწერული ნამუშევარი და 16 მილიონზე მეტი გრაფიკული. თავის შექმნილ მიმდინარეობას ის უწოდებდა  "ჯარნა–კალას" (ბენგალიურად "ხელოვნება–შადრევანი").

შრი ჩინმოის დაწერილი აქვს 1600–მდე წიგნი, რომელიც თარგმნილია 24 ენაზე. თავის ნაწარმოებში (ესეებში, მოთხრობებში, იგავებში, პიესებში, ლექსებში, კითხვა–პასუხების სერიაში) ის ეხებოდა ჰუმანიტარული და ფილოსოფიური საკითხების ფართო სპექტრს. შრი ჩინმოის წიგნები გამოიცა ისეთი ცნობილი გამომცემლობების მიერ, როგორებიცაა: "Simon & Shuster", "Harper & Row", "Health Communication", "Hazelden" და სხვა.

შრი ჩინმოის სწამდა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური სრულყოფა აუცილებელია სულიერი ზრდისათვის. მას გარბენილი აქვს 22 მარათონი და 5 ულტრამარათონი. 1987 წელს შრი ჩინმოი ხდება მსოფლიო ჩირაღდნიანი ესტაფეტის "მსოფლიო ჰარმონიის გარბენის" (World Harmony Run) – ის ინიციატორი. ამ ესტაფეტამ 70–ზე მეტი ქვეყანა გააერთიანა. ესტაფეტის ჩირაღდანი ეჭირათ  ცნობილ ადამიანებს, ესენი არიან: რომის პაპი იოანე პავლე II, დალაი ლამა, პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, დედა ტერეზა, არნოლდ შვარცნეიგერი და სხვა.

შრი ჩინმოის მიღებული აქვს უამრავი ჯილდო: გამოჩენილი ოსტატობისთვის გაეროს მწერალთა საზოგადოება (UNSCR); ოქროს მედალი ლიტერატურის განვითარებისთვის (Medailled'Or, პარიზის ლიუტესის საერთაშორისო აკადემია); ორდენი "ოქროს გული" (Corazone de Oro, მეხიკოს მწერალთა და კომპოზიტორთა საზოგადოება); ნერუს მედალი (მინიჭებული იუნესკოს მიერ პარიზში); ლიტერატურის პრემია (ვაშინგტონის უნივერსიტეტი) და სხვა.

შრი ჩინმოის მიერ კაცობრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილით თავისი ღრმა აღფრთოვანება გამოთქვეს მსოფლიოს ცნობილმა ხალხმა, ესენი არიან: პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომის პაპი იოანე პავლე II, პრეზიდენტი ნელსონ მანდელა, დედა ტერეზა, ელიზაბეტ II, პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩევი, ლეონარდ ბერნსტაინი, პაბლო კაზალიასი და სხვა.

2007 წლის 11 ოქტომბერს შრი ჩინმოიმ დატოვა სხეული. მისი ცხოვრების ბოლო სტრიქონები ესეთი იყო:


"ჩემი ფიზიკური სიკვდილი
არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული.
მე მარადიული მოგზაურობა ვარ."