"ჯარნა–კალა" ახალ გალერეაში

თბილისში კიდევ ერთი გალერეა გაიხსნა. ყოფილ "ჯეობარელ" დიტო სარალიძის სარდაფში პირველი გამოფენა შრი ჩინმოის ნამუშევრებს დაეთმო. სულ წარმოდგენილია 40 ნახატი. შრი ჩინმოი ინდოელი ფილოსოფოსი და მხატვარი იყო, მან 15 მილიონი ნახატი და 16 ათასი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, მხატვარი – ავტორი 1500 წიგნისა, რომელიც 25 ენაზე ითარგმნა. ექსპოზიცია გალერეაში 3 თვე გაგრძელდება. მსურველს ამ ნამუშევრების, წიგნების და მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენის საშუალება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს ექნება.

დიტო სარალიძე, ჯარნა-კალადიტო სარალიძე: მინდა გავუზიარო ქართველ ხალხს, თბილისის საზოგადოებას, ვისაც სურვილი ექნება მოვიდეს, ნახოს ეს ნახატები, მუსიკას მოუსმინოს, წიგნები... და გახსნას საკუთარ თავში ეგ რაღაც უზარმაზარი პოტენციალი და ცხოვრება საინტერესო, ჰარმონიული და მშვიდი გახადოს.

 

 

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"

23.11.2007

08:43