"ჯარნა–კალა" თი–ემ–ესში

რუსთავი 2 16 ათასი ნახატი 24 საათში! ინდოელი მხატვრის ამ კოლექციიდან მცირე ნაწილი დღეს გალერეა თი–ემ–ესში გამოეფინა. შრი ჩინმოი მედიტაციის გზით წარმოუდგენელ მაჩვენებლებს ხელოვნების სხვა სფეროებშიც აღწევდა, 150 ინსტრუმენტზე უკრავდა და 700 სიმღერის ავტორი იყო.

გალერეა თი–ემ–ესიდან დღეს ბენგალიური ჰანგები ისმოდა. ამ სიმღერის ავტორის სახელი კი, იქ შეკრებილთაგან, ბევრმა პირველად შეიტყო. არა და ასეთი შრი ჩინმოიმ მრავალი ათასი შექმნა. ნახატების რიცხვი კიდევ უფრო მეტია – 100 ათასია. რეკორდსმენი ფერმწერის გამოფენა ნიუ–იორკის, პარიზის, ლონდონისა და პეტერბურგის შემდეგ თბილისში მისმა ქართველმა თაყვანისმცემელმა "ჯეობარელმა" დიტო სარალიძემ ჩამოიტანა.

დიტო სარალიძედიტო სარალიძე (გამოფენის ორგანიზატორი):

100 ათასზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, 12 მილიონზე მეტი გრაფიკული! ...უფრო გავგიჟდი!.. მერე გავიგე სპორტზე – სპილოებს წევდა 4,5 ტონას, პოეტიც იყო! მერე გავიგე, რომ წიგნებს წერს, მაგის იგავები წავიკითხე... 

 

 

იური მოსკალიოვი (მუსიკოსი):  – Юрий Москалёв (музыкант): (რუსულად)

Однажды за сутки написал [о Шри Чинмое] 1.300 стихотворений, просто вот в течении суток занимался только тем, что писал стихи. Одновременно он занимался тяжёлой атлетикой, обычно это занимало у него 4 часа в день. Допустим, он разговаривает по телефону и в это время упражняется с гантелей.

 

შრი ჩინმოი, მუსიკაწარმოშობით ინდოელი მხატვარი 150 ინსტრუმენტზე უკრავდა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მშვიდობის საქადაგებლად მან 700 უფასო კონცერტი ჩაატარა. ყველა სფეროში სადაც მოღვაწეობდა წარმოუდგენელ მაჩვენებლებს აღწევდა. იოგას ვარჯიშების წყალობით შრი ჩინმოიმ 50 წლის ასაკში სპილოს თავის მხედრიანა წევდა. ის გამოფენისთვის თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ გამოფენის გახსნამდე რამოდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.

 

 

ანნა ორფანიდი (მხატვარი):   – Анна Орфаниди (художник):  (რუსულად)

Вот ещё, что мне понравилось, сюжеты вроде цветов и ещё, типа, птицы. Я считаю, что птица - это символ свободы, справедливости и добра.

 

 

გოგო, გამოფენასიკეთის და სიცოცხლის სიმბოლოებს მხატვარი გუაშით, აკვარელით, ზეთით, მარკერით და ყველა სხვა არსებული საშუალებებით ხატავდა. ფერწერის ახალ მიმდინარეობას თვითონ "ჯარნა–კალას", თარგმანში "ხელოვნების შადრევანს", უწოდებდა. მცირე ფრაგმენტი ამ კოლექციიდან, რომელიც ერთ დღე–ღამეში შექმნა და რომელიც 16 ათასი ნამუშევრებისგან შესდგებოდა, გალერეა თი–ემ–ესში დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ელოდება.

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"

18 ოქტომბერი 2007 წ.