Tbilisi Celebrates the Art and Life of Sri Chinmoy

ჯარნა-კალა, მედიტაციაOn October 26, in TMS Gallery, an exhibit dedicated to the memory of Sri Chinmoy Kumar Ghose opened.  Sri Chinmoy, an Indian humanist,  philosopher, writer, poet, composer, artist and simply wonderful person,  died on  October 11 in New York.
 
Sri Chinmoywas born on August  27, 1931, in the East Bengal village of Shapkura. He was already 43 when he began to paint. His paintings became popular in many countries and for more than 30 years his arts has been displayed in various galleries around the world. Tbilisi audiences have a chance to see Sri Chinmoy’s work for the first time.
 
This exhibition was created by the initiative and support of Georgian director Dimitri Saralidze. He said he first saw Sri Chinmoy’s works first on a concert in Varna, and became interested in Sri Chinmoyas a person of phenomenal talent.
 
Sri Chinmoy is the artist behind more than 100,000 paintings and more than a million graphics; he played 150 musical  instruments.  Sri Chinmoywas going to visit Georgia in October this year and deliver a lecture at the Academy of fine Art  and other institutes, but his sudden death made this dream impossible.
 
About fifty of his paintings are in the gallery. Sri Chinmoycalled his art Jarna-kala which in Bengali means  “The fountain of art.” You can hardly call this is an exaggeration because you easily think of many, colored fountains when you see his paintings.
 
His work reminds of abstract miniatures; but sometimes convention appears, here and there, by dispersed contour. Nonetheless,  his drawings are characterized by his love of painting certain things, in particular, birds. Red, green, yellow, splashed birds are a wonderful synthesis of abstraction  and concrete media. This “medium” is  conventional of course, but it creates in our mind an unlimited sense of freedom. Besides that, in all the drawings represented in the gallery there is  an expressed variegation, lightness and softness, also characterized by Agama Nartanam (spiritual dance form, performed inside the sanctum of the temple) and Carnatakam (Dances performed in royal courts to the accompaniment of classical music) and which is an indivisible part of Sri Chinmoy’s culture.
 
This phenomena is not expressed in any other cultures in this way. It is not accidental that there are an abundance of birds: in general, the dove is a symbol of peace and in his art, the desire for the realization of his ideas reveal themselves. His art, life, and memory confirm his words, “My physical death is not the end of my life -- I am an eternal journey.”
 
Kristine Sabashvili
2007.10.22 13:51
 
გაზეთი "The Georgian Times" #39(1350). Monday, October 22, 2007
 
 
თარგმანი:
 
2007 წლის 16 ოქტომბერს გალერეა TMS-ში გაიხსნა გამოფენა , რომელიც მიეძღვნა ინდოელი ჰუმანისტის, ფილოსოფოსის, მწერლის, პოეტის , კომპოზიტორის, მხატვრისა და უბრალოდ გასაოცარი ადამიანის ხსოვნას, რომელიც ამა წლის 11 ოქტომბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ეს გახლავთ შრი ჩინმო კუმარ გჰოში.
 1931 წლის 27 აგვისტოს აღმოსავლეთ ბენგალის პატარა სოფელ შაპკურაში დაიბადა. ხატვა 43 წლის ასაკში დაიწყო. მისმა ნამუშევრებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვა აღიარება.30 წელზე მეტია რაც მისი ნამუშევრები განუწყვეტლივ იფინება სხვადახვა ქვეყნის გალერეებში. თბილისში შრი ჩინმოის ნახატები პირველად იხილა საზოგადოებამ.
გამოფენა ქართველი რეჟისორის დიმიტრი სარალიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით მოეწყო, რომელმაც შრი ჩინმოი პირველად ვარნაში კონცერტის დროს იხილა და შემდგომ მისით დაინტერესედა, როგორც ფენომენალური ნიჭის ადამიანით. შრი ჩინმოი ასიათასზე მეტი ფერწერული ტილოს და მილიონზე მეტი გრაფიკული ნახატის ავტორია, უკრავდა ასორმოცდაათ(150) ინსტრუმენტზე და თექვსმეტი ათასზე მეტი ტექსტი ეკუთვნის. შრი ჩინმოის ვიზიტი საქართველოსი ამა წლის ოქტომბერში უნდა მომხდარიყო. მას ლექციები უნდა წაეკითხა სამხატვრო აკადემიასა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, თუმცა მისი უეცარი გარდაცვალების გამო ეს ვეღარ მოხერხდა. მიუხედავად ამისა ქართველ ხელოვნების მოყვარულებს მაინც მიეცათ საშუალება მის შემოქმედებას ახლოდან გასცნობოდნენ.
გალრეაში ორმოცდაათამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. შრი ჩინმოი თავის ხელოვნებას “ჯარნა-კალას” უწოდებს, რაც ბენგალიურიდან თარგმანში “ხელოვნების შადრევანს” ნიშნავს. მართლაც, მისი ნახატების ხილვისას ათასფრად განათებული, მსუბუქად მოთამაშე შადრევნების ასოციაცია გვებადება. ჰაეროვანი მონასმებით შესრულებული დაუსრულებელი კონტურით გამოყვანილი ფორმები ჩვენს ფანტაზიაში სრულდება .მისი ნამუშევრები აბსტრაქტულ მინიატურებს მოგვაგონებს, რომლებიც უსასრულობაში განეფინება. თუმც ხანდხან პირობითი საზღვრები მაინც ჩნდება, ზოგან მხოლოდ ფერით მონიშნული, ზოგან დანაწევრებული კონტურით. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა მის ნახატებს ერთგვარი კონკრეტიკა მაინც ახასიათებს. შრი ჩინმოის განსაკუთრებით ფრინველთა გამოსახვა იზიდავს. წითელი, მწვანე, ყვითელი, დაწინწკლული ჩიტები აბსტრაქტულობისა და კონკრეტული გარემოს შერწყმის გასაოცარი სინთეზია, ეს “გარემოც” პირობითია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს ცნობიერებაში დაკონკრეტებული უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნებას ბადებს. ამას გარდა ,ყველა ნახატში , რაც გალერეაშია წარმოდგენილი, გამოსჭვივის ის ფერადოვნება , სიმსუბუქე და სინატიფე, აგამა ნარტანამასა(სარიტუალო ცეკვები, რომლებიც წმინდა ტაძარში სრულდებოდა) და ჩარნატაკამას ( სპირიტუალური ცეკვები რომელთაც კლასიკური მუსიკის თანხლებთ სასახლეში წარმოადგენდნენ) რომ ახასიათებს და შრი ჩინმოის კულტურის მსოფლაღქმის განუყოფელი ნაწილია. და რომელიც არცერთ სხვა კულტურაში ამგვარად არ არის გამოვლენილი.
შემთხვევითი არც ფრინველების სიუხვეა, კონკრეტულობას მოკლებულ ფრინველებში ყველა თავის შესატყვის აღქმას მოუძებნის მას. ზოგადად კი მტრედია მშვიდობის სიმბოლო და შრი ჩინმოის ჰუმანისტური იდეების განხორციელების სურვილიც ქვეცნობიერად მის ხელოვნებაში ვლინდება.
“ჩემი ფიზიკური სიკვდილი არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული- მე მარადიული მოგზაურობა ვარ”-ეს სიტყვები შრი ჩანმოი კუმარ გჰოშს ეკუთვნის და მისი ამქვეყნიური ცხოვრება და დატოვებული სახელი ამის ნათელი დადასტურებაა.

ქრისტინე სებაშვილი 
2007.10.22 13:51